"შვილზე არ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ მუსიკოსზე, რომელიც ჯილდოდ მერგო" - მაია კაჭკაჭიშვილის გამოხმაურება გუშინდელი კონცერტის შემდეგ მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი შვილის - დათუნა ლაზარიშვილის ნამღერზე ნიკა გვარამიას კომენტარს ასე გამოეხმაურა:
"ამდენი ხანი ანალიზს ვუკეთებ ნიკა გვარამიას კომემტარს და ვერც ერთი მხრიდან ვერ მივუდექი, რომ სწორად გავიგო. მულტფილმის "საუნდ ტრეკზე" მეტი რა უნდა გაეკეთებინა?მითხარით? ერთ ფრაზას ისეთი კუდი გაუკეთა რომ ნებისმიერ კონკურსს ის ერთი ფრაზა მირჩევნია!!!
საყვედურს არ გამოვხატავ, უბრალოდ ვცდილობ ჩავწვდე კომენტარს ღრმად და არ გამომდის!!! შვილზე არ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ მუსიკოსზე, რომელიც ჯილდოდ მერგო (არა მარტო მე, თქვენც) და ალბათ დამსახურებულად!"
ცოტა ხნის შემდეგ კი კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა ამ თემას:
"რომ გამოაცხადეს და აუთსაიდერად დადგა როგორ ჩაიცინა შეხედეთ? აი, მაგ ღიმილით მივხვდი, რომ თურმე იცის თავისი შესაძლებლობების შესახებ. ამ ღიმილმა წინ გამახედა და კარგი რაღაცები დამანახა. (აქამდე მეგონა, გონზე არ იყო, რა შეეძლო)... ჰო და გამიხარდა მე ეგ, ესე იგი აქვს ჯანმრთელი ამბიცია.
P.S.: ხალხი არ რეკავს ზოგადად, ეგ კარგად ვიცი, რეკავს ნათესაობა და სამეგობრო, ან სპონსორი, ჰო და არ ვართ ჩვენ განებივრებულები შეძლებული წრით... თორემ
ერთი ქუჩაში გასვლით რამდენი ადამიანიც დათუნას ეხუტება, ერთხელაც რომ დაერეკათ, მოწინავე ადგილზე იქებოდა, მგარამ ეგ იმდენად არ მაღელვებს, რაც მთავარია, მე მიკმაყოფილებს მუსიკალურ ამბიციებს, და მთელი ცხოვრება რომ სცენაზე დგომას ვნატრობდი და წონის გამო უარი ვთქვი, შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს სათქმელსაც დათუნა იძახის.