უკრაინაში მოღვაწე ქართველი მოელის თავბრუდამხვევი წარმატება დარია წერეთელმა ორი წლის წინ გაითქვა სახელი. მაშინ უკრაინაში მოღვაწე ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი "პლეიბოის” ადგილობრივი გამოცემისთვის გაშიშვლდა.
ფოტოები მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა, გოგონას სილამაზეც ბევრმა შეაფასა და მისი სითამამითაც ბევრი გაოცდა.
1991 წელს დაბადებულ დარიას რამდენჯერმე გაუმარჯვია უკრაინის სილამაზის კონკურსებში, დღეს კი ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანია. ხშირად მიჰყავს სხვადასხვა ღონისძიება, კონკურსები, თუ ტელეშოუები და არც თამამ ფოტოსესიებზე ამბობს უარს. მუშაობს უკრაინის ცნობილ ბრენდებთან, რამდენიმე კომპანიის სახეც არის და ცნობილი ჟურნალების გარეკანებზეც ხშირად ხვდება.
მოდელს ქმარი და ორი შვილი ჰყავს, თუმცა ეს არ უშლის ხელს მის თავბრუდამხვევ კარიერას.