"აუთსაიდერად არ უნდა მდგარიყო მეორედ..." - მაია კაჭკაჭიშვილის ემოციური პოსტი "იქს-ფაქტორის" მორიგ ტურს და დათუნა ლაზარიშვილის აუთსაიდერად დგომას მუსიკოსმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა მორიგი პოსტი მიუძღვნა:
"დარწმუნებული ვიყავი, რომ გავარდნილი იყო, მე დარბაზიდან გავედი, არ მინდოდა მენახა და მომესმინა, როგორ ტოვებდა პროექტს... მარიკო ლეჟავა მოვიდა, გილოცავო და გავოგნდი... ვერ გეტყვით, რომ სიხარულით ცას ვეწიე იმიტომ, რომ 12 წლის მომღერალი, რომლისთვისაც არ არსებობს სირთულე არც ვოკალურად, არც ტექნიკურად, არც დიაპაზონის მხრივ, თან ტონალობასთან კონფლიქტში არ არის, აუთსაიდერად არ უნდა მდგარიყო მეორედ...
ჩემგან ცოტა უხერხულია და მომიტევეთ, მაგრამ ერის ყურები ხარისხს უნდა შეეჩვიოს! მიუხედავად იმისა, რომ ნინა სუბლატთან დაკავშირებით საყვედური გამოვთქვი ერთ-ერთ შოუში, ამას, როგორც გამოჩნდა, ნინაზე გავლენა არ მოუხდენია... ბრავო, ნინა, შენ მე მომიგე!"