"ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები..." ნუკა კვალიაშვილი რვა თვის ორსულია - მეორე ვაჟს ელოდება. ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა როგორც ნუკას ფეისბუქ-გვერდიდან ვიგებთ, ორიოდ დღის წინ მას პრობლემები შეექმნა და ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ დადგა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
"ყველაფერი კარგად არის, სავარაუდოდ დღეს გამწერენ... ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გაგუას სამშობიარო კლინიკას სადაც 1 წამით არ მოუკლიათ ყურადღება და ნაადრევი მშობიარობა შემიჩერეს!"