ელენე კუტალაძის კინოდებიუტი სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ნინი ბადურაშვილის შვილის, ელენეს ფოტო დიდ რეჟისორ, ელდერ შენგელაიასთან ერთად. მართალია, ცნობილი ოჯახის წყალობით ბავშვს პოპულარობა ისედაც არ აკლია, მაგრამ ახლა უკვე "პროფესიულადაც" შევძლებთ ლამაზი ელენეს გაცნობას.
ფოტოს მომღერალი ნინი ბადურაშვილი გადასაღები მოედნიდან აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, 25-წლიანი პაუზის შემდეგ უდიდესი რეჟისორი ელდერ შენგელაია გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა და ახალ ფილმზე დაიწყო მუშაობა.
"სავარძელი" - ეს გახლავთ სატირული კომედია ძალაუფლებაზე შეყვარებული პოლიტიკოსის, უფრო კონკრეტულად კი მინისტრის შესახებ. ფილმში მთავარ როლს ნიკა თავაძე ასრულებს, სცენარზე ელდერ შენგელაიამ და გოგა ცხვედიანმა იმუშავეს.
თეკლა ჟვანია