წარმოდგენაც არ გაქვთ, რისი გადატანა უწევთ ასეთ ადამიანებს! ამერიკელი მერიენ პარისი - ჩვეულებრივი ქალია. ის და მისი მეუღლე ზრდიან არა მხოლოდ თავის, არამედ სხვის შვილებსაც. ახლახან დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი თავის ბიჭზე, რომელსაც გამუდმებით დასცინოდნენ თანატოლები...
"დიდი ხნის წინ უნდა დამეწერა მის შესახებ. მინდა ჩემი შვილის ისტორია გაგიზიაროთ. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი ბავშვებიც არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები და ჩვენს დახმარებას საჭიროებენ.
არ გაუმართლა ჩემს ბიჭს - ის ქვეყანას მოევლინა ორსულობის 26-ე კვირაზე. მისმა ბიოლოგიურმა დედამ მასზე უარი განაცხადა. პირველი 3 თვე გმირულად იბრძოდა სიცოცხლისთვის. არაერთი ოპერაციის გადატანა მოუხდა, სისხლის გადასხმა, შუნტირება და მრავალი სხვა პროცედურა. გადარჩენის შანსები თითქმის არ ჰქონდა, თუმცა - გადარჩა!
მე შევუცვალე ნამდვილი დედა და მომსწრე ვიყავი მისი პატარ-პატარა გამარჯვებების. 3 წლისამ დაიწყო ლაპარაკი. სიარულიც გვიან ისწავლა. კბილები 1 წლის ასაკში ამოუვიდა. ის ჩამორჩებოდა თითქმის ყველაფერში... სამაგიეროდ, როგორი გული აქვს! ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ამდენი სითბო და სიყვარული ჰქონოდეს! როგორი კეთილი ღიმილი აქვს! არ შეუძლია ბოროტების ჩადენა და მალევე ივიწყებს წყენას. ვცდილობ ვიყო ისეთი, როგორიც ისაა, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის...
სამწუხაროდ, ბევრი თანატოლი ჩემს ბიჭში მხოლოდ დაცინვის ობიექტს ხედავს. ის არ არის ისეთი, როგორიც ყველა და ამიტომაც დასცინიან...
ყოველთვის ვამხნევებდი და ოპტიმიზმს ვთესდი მასში, მაგრამ დღეს მისმა ფრაზამ გული გამიპო... მან მითხრა, რომ შეეეჩვია დაცინვას... ეს უბრალოდ ამაზრზენია. არც ერთი ადამიანი არ უნდა გახდეს დაცინვის ობიექტი და მით უმეტეს შეეგუოს ამას!
მინდა მივმართო იმ ხულიგნებს, რომლებიც გამუდმებით დასცინიან ბავშვს: გუშინ დასცინოდით იმაზე, თუ როგორ ჭამდა, დღეს კი - ბრეკეტებზე. იცით, რომ მას ფიზიკურად არ შეუძლია ჭამა ისე, რომ საჭმელი არ გადმოუცვივდეს პირიდან, სასადილოში უყირავებთ სკამს. საშინელ, დამამცირებელ სიტყვებს ეუბნებით... არ შეიძლება ადამიანის დამცირება მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის თქვენნაირი! ჩემი შვილი ნამდვილი მებრძოლია. ისწავლეთ გარშემო მყოფთა პატივისცემა. წარმოდგენაც არ გაქვთ, რისი გადატანა უწევთ ასეთ ადამიანებს!"