რას გეგმავდა მსახიობი იზორიას ირგვლივ ატეხილ სკანდალამდე? მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. როგორც ჩანს, პროექტის ერთ-ერთი ფინალისტი სტანისლავ ბონდარენკო გამარჯვების შემთხვევაში ბინის ჯანო იზორიასთვის გადაცემას აპირებდა, თუმცა ჩანაფიქრი აღარ განხორციელდება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს კულტურის პალატის დირექტორი დათო ოქიტაშვილი წერს.
"არ მინდოდა გამომექვეყნებინა ის მიმართვა, რასაც ვაპირებდით მასთან ერთად მისი მეგობრები, მაგრამ ამ უაზრო ლანძღვა-გინებამ გადაგვაფიქრებინა, დაე, გადაწყვიტოს ქართველმა ერმა გამარჯვებული", - წერს ოქიტაშვილი და შემდეგ განცხადებას აქვეყნებს:
"სტანისლავ ბონდარენკოს განცხადება
მინდა ჩემთვის ძვირფას ქართველ საზოგადოებას, ჩემს საყვარელ მაყურებელს მივმართო.
მე, საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი მიზანი აქ ჩამოსვლის იმ ადამიანების თანადგომა იყო, არის და იქნება, ვინც დახმარებას განსაკუთრებით საჭიროებენ. ვისი ჯამრთელობისთვის ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს უნარი და ძალისხმევა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმე და გვერდით დავუდგეთ მათ. მიხარია, რომ მე შევძელი რამდენიმე ბავშვის დასახმარებლად მცირე წვლილის შეტანა.
ბედნიერი ვარ იმ დამოკიდებულებით, რაც ქართველი ხალხის მხრიდან ვიგრძენი და დღემდე ეს დამოკიდებულება ასეთი თბილია. ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ვარ სახალხო პროექტის ,,ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტში მოხვედრა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა მეგობრებო. მივიღე წინადადება და რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანმხდი.
ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით, დღეს უკვე პროექტის ფინალისტი ვარ. მე ვგრძნობ ამ დიდ თანადგომის მიღმა, როგორი გულწრფელი სიყვარული დავიმსახურე თითოეულ თქვენგანში. განაგრძეთ კითხვა