"მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა "ისლამურ დაჯგუფებაში" წასვლას აპირებდა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლილი მახოს ხელს აფარებს" საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმე განიხილება, საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალყურს. ამ ეტაპზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან. უკვე მისცა ჩვენება საქმის მთავარმა მოწმემ ოთარ ბერძენიშვილმა, ასევე მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედამ და ძმამ. მომავალი კვირიდან დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ. მანამდე Ambebi.ge -ს ბრალდებულის დედა ლია შამუგია ესაუბრა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ მომხდარში გარდაცვლილის ძმა მახო ქაფიაშვილიც იყოს გარეული.
- მაგდას და ოთოს ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცოდი. იცით, რომ თურქეთში ვმუშაობ. როდესაც ჩამოვდიოდი მაგდასგან არ მიგვრძნია, რომ მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. თუ დედამთილმა ამის შესახებ რაიმე იცოდა, ეთქვა და იქნება დავლაპარაკებოდი ჩემს შვილს და გამომესწორებინა ეს ყველაფერი. თურმე ამას სცოდნია და მალავდა. ხომ შეიძლებოდა გზაზე დაგვეყენებინა ეს ბავშვი და არ დანგრეულიყო ოჯახი, ეს საშინელება არ მომხდარიყო. კიდევ ვამბობ, მე არაფერი ვიცოდი, არც ლანამ იცოდა, თორემ მაგდას არ აპატიებდა. ისე ღრმად მწამს, რომ ოთო ბერძენიშვილი მკვლელობასთან არაფერ შუაშია. არც იმის შესახებ მსმენია, რომ ეს პიროვნება იყო მაგდას და ომარის ურთიერთობის დაძაბულობის მიზეზი. ომარის რომ ეს გაეგო, ამას არ აპატიებდა. ჩემთვის ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი. მე რომ მცოდნოდა, ქმარიც ჰყავდა და მეგობარი მამაკაციც, თავს მოვაჭრიდი, მაგრამ ხომ არის რაღაც მიზეზი, რის გამოც ვთქვათ და უღალატა. მე როგორც ვიცი, ომარის სიმთვრალეში ბევრი ეშლებოდა. ემოციური და ფიცხი ბიჭი იყო. მათი კამათი უკავშირდებოდა იმას, რომ ომარის სახლიდან ოქრო და ფული გაჰქონდა, სად მიჰქონდა არავინ იცის.
რაც შეეხება მეზობლების ჩვენებებს, ეხლა გახდა მაგდა ცუდი დედა? მანამდე ამბობდნენ, რომ კარგი დედა იყო. ლილიც მანამდე ამბობდა, რომ კარგი დედა იყო, ძალიან კარგად უვლიდა ქმარ-შვილსო. ესე იგი რაღაც მოხდა ადამიანში, რომ იძულებული გახდა მეგობარი ჰყოლოდა, რომ თანგრძნობა გაეწია. ამ ბიჭს (ოთო ბერძენიშვილი) რა შეეშალა იცი? თანაკლასელის ცოლთან არ უნდა გაებედა ურთიერთობა. გესმით, ეს რა არაკაცი და არაადამიანია?
- თქვენ რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ მომხდარის თქვენებური ვერსია გაქვთ...
- რაც არ დამინახავს, ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ყველა საკითხს შეიძლება გამოვეკიდოთ. ომარის ძმა, მახო დაკრძალვის წინა დღეს გამოჩნდა ოჯახში. სად იყო მანამდე არავინ იცის, რამდენიმე დღით ადრე სტამბულშიც ეძებდნენ და აქაც. გვაჩვენოს პასპორტი, რა დროს გადმოკვეთა საზღვარი. ადვოკატმა, რომ ჰკითხა ეჩვენებინა გადმოკვეთის თარიღი, გაბრაზდა, რაში გაინტერესებთო.... ასევე ერთი საეჭვო ფაქტი - იმ ტრაგიკულ დღეებში ლილის ვურეკავდი ხოლმე, მისი პირადუ ნომერი გამორთული იყო. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? ტელეფონის კარტას ცვლიდა და სხვა ნომრიდან მიკავშირდებოდა. ვხედავდი, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა, მაგრამ ტელეფონში თავისი ნომერი არ ჰქონდა ჩადებული. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლილი მახოს ხელს აფარებს. განაგრძეთ კითხვა