”უკვე სამი შვილის დედა ვარ, არადა, ბავშვის ლოდინში ისეთი ჯოჯოხეთური წლები გამოვიარეთ, რომ სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნამდვილი შვება აღმოჩნდა” საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება იმ ქალის ამბავი, რომელმაც სუროგატი დედის მეშვეობით სამი შვილი გააჩინა.
ნინო სუხიაშვილი: - ოჯახი 30 წლისამ შევქმენი. დედობა ჩემი ოცნება იყო, თუმცა 8 წელმა ისე ჩაიარა, შვილი არ გვეყოლა. სტრესებით აღსავსე პერიოდი გამოვიარეთ. თავდაპირველად ამ საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებდი, რადგან მეან-გინეკოლოგი ვარ და ამ სფეროში მეცნიერული მიღწევები ჩემთვის უცხო არ არის. თუმცა შემდეგ ნერვებმაც მიღალატა, ფინანსებმაც და ასაკმაც შემაშინა. მე და ჩემმა მეუღლემ ვცადეთ ყველაფერი, მკურნალობა, ხელოვნური განაყოფიერება, თუმცა უშედეგოდ.
- ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს საქართველოში მიმართეთ?
- ჯერ საქართველოში, თანაც არაერთხელ და შემდეგ თურქეთშიც. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და გადავწყვიტეთ, სუროგატი დედის დახმარებით გაგვეჩინა შვილი.
- ხელოვნური განაყოფიერებით შედეგის მიღწევა უკვე გამორიცხული იყო?
- მედიცინაში გამორიცხული არაფერია. უბრალოდ, ამის დრო აღარ გვქონდა. სხვათა შორის, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ხელოვნური განაყოფიერება სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება, ჩვენთან კი უშვილობის პრობლემის მოგვარებისთვის არაფერი კეთდება. მხოლოდ ჩვენს ერთ პატარა კლინიკაში 5 თანამშრომელს იგივე პრობლემა აქვს, რაც მე მქონდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემ ირგვლივ უამრავი უშვილოა. ჩვენ ბავშვის ლოდინში ისეთი ჯოჯოხეთური 8 წელი გამოვიარეთ, რომ სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნამდვილი შვება აღმოჩნდა.
- როგორ ხდება სუროგატი დედის შერჩევა და რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს ბავშვის ბიოლოგიურმა მშობლებმა?
- ამ მხრივ არავითარი სირთულე არ არსებობს... არის ოფისები, რომელთაც მიმართავ და სუროგატ დედას აირჩევ. პირველად ვინც შევარჩიეთ, რატომღაც გვეეჭვებოდა, ჩვენი მცდელობა წარმატებით დასრულებულიყო და კიდევ სხვა სუროგატი დედა ავირჩიეთ. განაგრძეთ კითხვა