"8 თვე რა მალე გავიდა და ეს 34 დღე როგორ იწელება..." როგორც ცნობილია, ნუკა კვალიაშვილი მეორე შვილზეა ორსულად. ნუკა ფეისბუქზე ხშირად ავრცელებს პოსტებს ორსულობის მიმდინარეობაზე და ფოტოებს. ამიტომაც, მის მეორე ორსულობას უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს.
ცოტა ხნის წინ 8 თვის ორსული ნაადრევ მშობიარობას გადაურჩა. კლინიკიდან გაწერეს, თუმცა სახლში წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და როგორც თავად ამბობს, საკმაოდ გაუჭირდა:
"მეღირსა სახლი, მარა ჰა... 1 თვე წოლითი რეჟიმი... მე და წოლა.... არანაირი დატვირთვა, დაღლა, ბუქნები და კედელზე ცოცვა... ჰოდა ვწევარ ასე საცოდავი სახით...
8 თვე რა მალე გავიდა და ეს 34 დღე როგორ იწელება..."
ნუკას თითქმის ერთი თვე დარჩა მშობიარობამდე. ფეისბუქზე გულშემატკივრები ურჩევენ, არ ითვალოს დღეები და მოეშვას, მაგრამ ამბობს, რომ ძალაუნებურად, მთელი დღე წევს და მაინც "ეთვლევინება".
ნუკამ წონაში საკმაოდ ცოტა მოიმატა, მისი ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, პრაქტიკულად, მხოლოდ მუცელი გაეზარდა და მშობიარობის შემდეგაც მალე ჩადგება ფორმაში.