ამ დღეებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა "ზაზა", რომელსაც ქალები გადაემტერნენ ამ დღეებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა "ზაზა", რომელსაც ქალები გადაემტერნენ. "ჩემი ცოლის დაქალებში" აქტიურ ქალებთან მებრძოლი ზაზა, რომელსაც ცოლსაც საკმაოდ ჩაგრავს, ბევრმა გაკიცხა და ამ როლის შემსრულებელი გიორგი ბოჭორიშვილიც ზოგიერთებმა თავის გმირთან გააიგივეს, როგორც ხდება ხოლმე.
სინამდვილეში გიორგი ბოჭორიშვილს ძალიან კარგი და თანამედროვე ოჯახი აქვს. მისი მეუღლე ასევე მსახიობი ეკა დემეტრაძეა, ამავე სერიალში ნატაშკას როლის შემსრულებელი. ამ ოჯახის ახლოს გასაცნობად გთავაზობთ მათ ინტერვიუს, რომელიც წლების წინ არის ჩაწერილი:
გიორგი:
- ჩემი გმირი - ზაზა, პირველი სეზონის მესამე სერიაში გამოჩნდა და მას შემდეგ სცენარისტს პერიოდულად შემოჰყავს ხოლმე, თუმცა ამ სეზონში შედარებით ნაკლებად აქტუალური იყო, მაშინ მეტად ვჩანდი სერიალში, როცა დათოს ხაზი უფრო მნიშვნელოვანი იყო, გვქონდა ღორების ბიზნესი და ა.შ. ამ სეზონში კი ეკას გმირმა წამოიწია წინ, რაც ორივესთვის მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც სერიალს ნატაშკა დაემატა, ეკას გადაღება, ფაქტობრივად, ყოველდღე ჰქონდა და თითქოს ვეჭვიანობდი კიდეც, მე სამი სეზონია რაღაცას ვწვალობ და ეკამ სერიალში უცებ დაიმკვიდრა თავი (იცინის). მეორე მხრივ, კარგია, რომ ასე მოხდა, რადგან სერიალის გარდა რეპეტიციები თეატრშიც მაქვს და მისკენაა ჩემი ენერგია მიმართული, ოღონდ ამ საკითხზე ჯერჯერობით საუბარი არ მინდა. ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია, ღმერთი იმდენ საქმეს გვაძლევს, რამდენის გაკეთებასაც შევძლებთ, ამჯერად სერიალში პატარა ეპიზოდებში ვმონაწილეობ, თუმცა თეატრში ვარ ძალიან დაკავებული და ა.შ.
- მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ყველა სერიაში არ ჩანს, შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟი უკვე შემდგარია.
- კი, ამ დროის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ეს ზაზა არის ცოტა ჯუჯუღუნა, ცოტა ვირი, ცოტა უხეში ტიპი.
ეკა:
- მე მეკითხებიან ხოლმე, გიორგი მართლა ისეთია, როგორიც სერიალშიო, თან სახეზე ეტყობათ, რომ ცოტა ვეცოდები. ის, ვინც გიორგის რეალურად იცნობს, ამ დროს იწყებს მის ქებას და იმის მტკიცებას, რომ ცხოვრებაში სულ სხვანაირია და ძალიან კარგი ბიჭია (იღიმის).
გიორგი:
- სანამ სეზონი დასრულდებოდა, ერთ-ერთ სერიაში დათოს დის ქუთაისელ სიძეს დავარტყი, რასაც უცნაური გამოხმაურება მოჰყვა. თავიდან ''ჩემი ცოლის დაქალების'' ''ფეისბუქის'' გვერდზე რომ შევდიოდი, ზაზას სულ ლანძღავდნენ, მოაშორეთ ეგ გმირი ან ხასიათი გამოუსწორეთ, რა არის ეს, როგორ ელაპარაკება ცოლსო, - წერდნენ, რაც დამეთანხმებით, არ არის სასიამოვნო. ეტყობა, ზაზა პოპულარული ფსიქოტიპია ქართულ რეალობაში, საზოგადოებაში ბევრი ზაზასნაირი ადამიანის ნახვა შეიძლება და ეს გარკვეულწილად აღიზიანებს მაყურებელს. აბა, როგორია, ქმარი ცოლს რეალურად ისე უხეშად რომ ელაპარაკება, როგორც ზაზა და ამ დროს ტელევიზიითაც იმავეს რომ უყურებს, რასაკვირველია, გამწარდება ადამიანი და აგრესია გაუჩნდება ზაზას მიმართ. ერთ სერიაში შეიძლება, მაყურებელს წარმოდგენა შეეცვალოს გმირზე, თითოეულ სიტყვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
- გადაღებებზე თუ ხვდებით ერთმანეთს?
ეკა:
- შეიძლება ითქვას, ერთმანეთის გადაღებებს არ ვესწრებით, დიდი ხნის განმავლობაში მე ცალკე მქონდა გადაღებები, გიორგის – ცალკე. ორჯერ მოგვიწია გადაღებაზე შეხვედრამ და სიმართლე გითხრა, ერთმანეთის დანახვამ გაგვაოცა. ზოგადად, ერთმანეთის მიმართ მეტად კოლეგიალური დამოკიდებულება გვაქვს, როდესაც ვმუშაობთ, ცოლქმრობას ვივიწყებთ, რაც კომფორტს გვიქმნის. განაგრძეთ კითხვაიხილეთ ფოტოგალერეა