"ველოდებოდი პროექტის დამთავრებას ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტანისლავ ბონდარენკოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, ორგანიზატორებს, რომლებმაც უკრაინელი მსახიობი ქველმოქმედების მიზნით ჩამოიყვანეს, ბავშვისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევიათ.
"ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი?! თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.
სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს, იმ პატარა ბავშვისთვის ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე
Aდვერტისემენტ
გრძელდება, მოტყუებულად გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.
წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. ბონდარენკო რომელი ღონისძიებისთვისაც ჩამოიყვანეს, სპექტაკლებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ და სხვა ღონისძიებებიდან. თორემ გახსნილ ანგარიშზე რომ თანხები ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.
გაგრძელება