ეს ვიდეო ყველას დააფიქრებს გაეროს ბავშვთა ფონდმა თბილისში ექსპერიმენტი ჩაატარა იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ ექცევა საზოგადოება საჯარო ადგილებში მარტო მყოფ ბავშვს. შედეგი იმდენად მძიმე აღმოჩნდა და 6 წლის გოგონა, რომელიც ვიდეოში მონაწილეობს, საზოგადოების რეაქციამ ისე შეაწუხა, რომ ექსპერიმენტი დროზე ადრე შეწყვიტეს.