"გადაურიცხავთ მაგ ფულს ბავშვს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ან მივალთ პროკურატურამდე" - ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტება დღეს დილიდან ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ იმ პოსტს, რომელიც ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ლუკა ჩხარტიშვილის დედამ მიუძღვნა. განცხადებაში ქალბატონი ტელეწამყვანს პირობის შეუსრულებლობასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში "ამხელს". საქმე კი სხვაგვარად ყოფილა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა თავად ნანუკა ჟორჟოლიანი და ვითარებაში გაგვარკვია. მისი სტატუსი ბონდარენკოს საქველმოქედო საღმოზე შემოსული თანხების ადრესატამდე არმისვლის შესახებ, მიხო სხვიტარიძეს ეხებოდა. დღეს დილით კი სულ სხვა ბავშვის, ლუკა ჩხარტვშილის დედის პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ქალბატონი "ნანუკას შოუს" დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა..
რეალობა კი ასეთია, ლუკასთვის საქველმოქმედო საღამოს გამართვაზე, რომელშიც სტანისლავ ბონდარენკო მონაწილეობდა, იზრუნა ბათუმის "ქალთა ცენტრმა" და არა იმ ორგანიზატორებმა, რომლებმაც მიხო სხვიტარიძისთვის გამართეს საღამოები. შედეგად, ლუკა ჩხარტიშვილის დედამ ნამდვილად მიიღო თანხა შვილის სამკურნალოდ.
რაც შეეხება "ნანუკას შოუს" დაპირების შეუსრულებლობის საკითხს. ნანუკამ მის ყოფილ პროდიუსერთან, მაია სტეფნაძესთან დაზუსტების შემდეგ განგვიმარტა, რომ ლუკას ოჯახს ნამდვილად დაურეკავს "ნანუკას შოუში" მაშინ, როცა მაია სტეფნაძე იყო პროდიუსერი, (მაიამ გადაცემა 2015 წლის დასაწყისში დატოვა). გადაცემის მხირდან არავინ არაფერს დაპირებია, გარდა საპასუხო ზარისა. მოხდა ისე, რომ ამ ფაქტიდან ცოტა დროის გასვლის შემდეგ "ეკა ხოფერიას შოუმ" მიუძღვნა საქველმოქმედო გადაცემა ლუკას, ასევე ნინო სურგულაძის ფონდმა "ნატვრის ხემ" ჩაუტარა საღამო. "ყველაფერ ამის შემდეგ, ბუნებრივია, "ნანუკას შოუდან" ლუკა ჩხარტიშვილის ოჯახს აღარ დაურეკეს. ალბათ საწყენი სულაც არაა, რომ ყველა გადაცემა და საქველმოქმედო ფონდი მხოლოდ ერთ ადამიანზე არაა ორიენტირებული", - ამბობს ნანუკა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ლუკა ჩხარტიშვილის დედა შეცდომაშია შეყვანილი. მან ნანუკას დაურეკა საყვედურით, თითქოსდა ტელეწამყვანი ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხოსთვის გადასარიცხი ფულით უმკურნალეს ლუკას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საუბრის ჩანაწერს ფლობს ტელეწმაყვანი, მოკლე შინაარსი კი სტატუსად დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ველაპარაკე ლუკას დედას, რომელმაც მიმართვა გაავრცელა, თითქოს მე დავპირდი და არ დავეხმარე მის შვილს.
მან მითხრა, რომ დაწერა ეს მიმართვა იმიტომ, რომ მას "ვიღაცეებმა" უთხრეს, თითქოს მე დავწერე პოსტი, რომ თანხა, რომელიც უნდა გადარიცხულიყო მიხოსთვის (შეგახსენებთ, სწორედ ამ ბავშვის დასახმარებლად ჩამოვიდა უკრაინელი მსახიობი ბონდარენკო და ორგანიზატორებმა, ხაზს ვუსვამ, ორგანიზატორებმა ფული ბავშვს ამ დრომდე არ ჩაურიცხეს), მის შვილზე დაიხარჯა. მაქვს აუდიოჩანაწერი დედასთან საუბრის. ან ეს ტყუილი როგორ გაბედეთ, ან რას ხლართავთ, რომ თავი გადაირჩინოთ! ასე რად გიღირთ ეგ 19.000 ლარი რომ ამდენ სისულელეს აკეთებთ?! მოკლედ, ბოლომდე ჩაგყვებით! გადაურიცხავთ მაგ ფულს ბავშვს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ან მივალთ პროკურატურამდე! რაც არ უნდა ხლართოთ, არ გიშველით!"