”არ მეგულება მეორე ასეთი დარტყმული ორსული, როგორიც მე ვიყავი...” - რას იხსენებს მაია კაჭკაჭიშვილი ორსულობაზე მაია კაჭკაჭიშვილმა სახალისო ამბავი გაიხსენა თავისი ორსულობიდან:
”ახლა გამახსენდა, გამეცინა და თქვენც გაგაცინებთ ალბათ.
მოკლედ, ორსულად რომ ვიყავი ტყუპებზე, დამჩემდა საოცარი რამ, ალბათ მარტო მე დამემართა მთელ მსოფლიოში. ანუ გასხვავებით სხვა გოგოებისგან, მე არ მსურდა ზამთარში მარწყვი, მჟავე კიტრი და სხვა ცნობილი საორსულო სურვილები. ავიჩემე ლიმონის სარეცხი ჟელე და ბრჭყვიალა ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, რომლებსაც ვატარებდი ჩანთით (ბევრი უნდა მქონოდა) და ვრეცხავდი ჭურჭელს, სადაც კი სტუმრად მივიდოდი ყველგან და ვიყავი უბედნიერესი. ჩემს სახლში აღარ ვლაპარაკობ. ერთხელ ვთხოვე დედაჩემს, ჭურჭლის ჟელე მიმთვარდება და ამომიტანე-თქო (მიმთავრდება ნიშნავდა, რომ ერთი მთლიანი ქილა მქონდა და მეტი აღარ). ამომიტანა ვაშლის და ისე გავმწარდი, მესამედან ვისროლე... აი, ასე უცნაურად გავატარე 9 თვე... გულის სიღრმეში მეშინოდა, შვილები ჭურჭლის მრეცხავები არ გამოსულიყვნენ (საწინააღმდეგო არაფერი მაქვს). მაგრამ ვიცოდი, რომ ბიჭები იყვნენ და მაგიტომ... ჰოდა, გადავრჩი მგონი...
არ მეგულება მეორე ასეთი დარტყმული ორსული, როგორიც მე ვიყავი... ახლაც არა მიშავს, ისე”.