კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას ვაჟი მშობლების კვალს გაჰყვა და მსახიობობს - მშობლები

კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას ვაჟი მშობლების კვალს გაჰყვა და მსახიობობს

2016-07-05 17:15:51+04:00

ბუკა დიდ დროს ატარებს თავის და-ძმებთან - დედის და მამის მხრიდან (+ფოტოები) ბევრისთვის ცნობილია, რომ მსახიობ კოტე თოლორდავას პირველი მეუღლე მარიამ ჯოლოგუა იყო, ასევე "თავისუფალი თეატრის" მსახიობი. მასთან კოტეს დარჩა უფროსი ვაჟი - ბუკა. შემდეგ მეორე მეუღლესთან - განო მელითაურთან კიდევ ორი შვილი გაუჩნდა, მეოთხე შვილის გაჩენას კი, სამწუხაროდ, მსახიობი ვეღარ მოესწრო... როგორც ცნობილია, განო მელითაური ორსულად იყო, რომ დაქვრივდა...

ბუკა თოლორდავა დღეს უკვე დიდი ბიჭია. 16 წლის ბუკა მშობლების კვალს მიჰყვება და მსახიობობას აპირებს. ჯერ სკოლაში სწავლობს, თუმცა მომავალში თეატრალურში აპირებს ჩაბარებას და უკვე თამაშობს თეატრში სხვადასხვა სპექტაკლში და დიდ გამოცდილებას იღებს.

mshoblebi

ბუკას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს განოსთან, მასთან და თავის და-ძმასთან ბევრ დროს ატარებს.

mshoblebi

ფოტოებზე: ბუკა დედასთან; მამასთან; განოსთან და პატარა დაიკოსთან

ბუკას დედა მარიამ ჯოლოგუა წლების წინ მეორედ გათხოვდა, ასევე მსახიობ აპოლონ კუბლაშვილზე, რომელთანაც ვაჟი გაუჩნდა და ბუკას დედის მხრიდანაც ჰყავს პატარა ძამიკო - ასე რომ, ძალიან მდიდარია და-ძმებით.

mshoblebi

ფოტოებზე: ბუკა ძმასთან; მარიამ ჯოლოგუა მეუღლესთან

იმედია, ბუკა მშობლებივით კარგი და ცნობილი მსახიობი გახდება. წარმატებებს ვუსურვებთ.