7 რჩევა მაღაზიათა ქსელ "ქებული კლიმატისგან".
7 რჩევა მაღაზიათა ქსელ "ქებული კლიმატისგან".
ზაფხულში პატარებსაც ისევე ცხელათ, როგორც უფროსებს. თუმცა, ხშირად, მშობლები ერიდებიან კონდიციონერის ჩართვას იმ ოთახში, სადაც ბავშვია. არსებობს გავრცელებული, მაგრამ მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონდიციონერმა, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას. მშობლების ნაწილითვლის, რომ კონდიციონერიდან გამომავალი ჰაერი, საშიშია ჯანმრთელობისთვის. სიგრილემ შესაძლოა პატარას გაციება გამოიწვიოს. თუ გამოცდილი პედიატრების რჩევებს დავეყრდნობით, კონდიციონერი სრულებით არ არის საზიანო ახალშობილისთვის. მეტიც, ზაფხულის სიცხით პატარები მეტად წუხდებიან, ვიდრე მოზრდილები, რადგან მათ, უფროსების განგანსხვავებით, ჯერაც არ აქვთ სათანადოდ განვითარებული თერმორეგულირების მექანიზმი. პედიატრები გვირჩევენ, პირველივე დღეებიდან შევაჩვიოთ ბავშვი ახალტექნოლოგიებს. ასევე, გვირჩევენ აუცილებლად გავითვალისწინოთ კონდიციონერის მოხმარების შემდეგი წესები:
1. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ კონდიციონერი, რომელიც ყველა სათანადო ფუნქციითა და უსაფრთხოების სტანდარტით იქნება აღჭურვილი. ქართულ ბაზარზე, არსებული კონდიციონერებიდან, ერთერთი Haier-ის კონდიციონერია, რომელიც ყველა საჭირო რეჟიმით არის უზრუნველყოფილი და ამასთანავე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ფრეონზე (R410a) მუშაობს.
2. ოთახში, სადაც ახალშობილია, ხშირად არ ვცვალოთ ტემპერატურა. პედიატრები გვირჩევენ, რომ 3 თვემდე ბავშვებისთვის, გარემოს ოპტიმალური ტემპერატურა 22–24 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. 6 თვემდე ბავშვებისთვის, შეგვიძლია ტემპერატურა 21–20 გრადუსამდე დავწიოთ 6 თვის შემდეგ კი უკვე შესაძლებელია ოთახის ტემპერატურა 18–19 გრადუსს არ აღემატებოდეს.
3. თუ კონდიციონერს ბავშვის ოთახში ვამონტაჟებთ, აუცილებლად უნდა დავარეგულიროთ მისგან გამომავალი ნაკადი. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს ნაკადის რეგულირების საშუალებას. გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერიდან გამომავალი ნაკადი არუნდა იყოს მიმართული ბავშის საწოლისკენ, არამედ, მთელ ოთახში თანაბრად ნაწილდებოდეს.
4. შევუსაბამოთ ოთახის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურას. ექიმები გვირჩევენ, რომ ტემპერატურის სხვაობა 6–8 გრადუსს არ აღემატებოდეს. ამიტომ, თუ გარეთ 30 გრადუსია, ჯობს ოთახში კონდიციონერი 22–24 გრადუსზე დავაყენოთ და არა 17–ზე.
5. ჰაერი გავაგრილოთ ეტაპობრივად. 30 გრადუსიანი სიცხისას, ჯერ 28 გრადუსზე დავაყენოთ კონდიციონერი, შემდეგ კი თანდათანობით, 2–2 გრადუსით დავუწიოთ, სანამ ტემპერატურა სასურველ ნიშნულს მიაღწევს. ასეთ დროს, თქვენს პატარას უფრო გაუმარტივდება ტემპერატურის ცვლილებებთან ადაპტირება.
6. გავანიავოთ სახლი პერიოდულად. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე კონდიციონერები ვენტილაციის სისტემებითაა აღჭურვილი, სპეციალისტები მაინც გვირჩევენ ოთახის პერიოდულად განიავებას.
7. და ბოლოს, აუცილებლად ვაკონტროლოთ, ტექნიკურად რამდენად გამართულია ჩვენი კონდიციონერი. ხშირად ვწმინდოთ ფილტრი, თუ ოჯახში ბავშვია, სასურველია, ფილტრი გავწმინდოთ ორთვეში თვეში ერთხელ.
დღეისათვის, ქართულ ბაზარზე კონდიციონერების ფართო არჩევანია. იმისთვის, რომ ზემოთხსენებული ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით შევასრულოთ, საჭიროა სწორად შევარჩიოთ კონდიციონერი. ფასისა და ხარისხის შეფარდებით, Haier-ის კონდიციონერები ყველაზე მისაღები არჩევანია. თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობის A კლასი მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ გადასახადებს. დახვეწილი დიზაინი კი ნებისმიერი თანამედროვე ბინის ინტერიერს მოერგება. თუმცა, კონდიციონერის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები სწორედ მისი ფუნქციებია: ჩუმი რეჟიმი, კომფორტული ძილის ფუნქცია, ოთახში ჰაერის ინტელექტუალური განაწილების შესაძლებლობა სწორედ ის ფუნქციებია, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სახლში ბავშვია. Haier-ის პროდუქცია საქართველოში "ქებული კლიმატის" მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. კომპანია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და პროდუქტის მიწოდებასთან ერთად მის სწორად შერჩევასა და მონტაჟსაც უზრუნველყოფს.