ის უკვე გამოსცადეს მღრღნელებზე
იაპონელმა მეცნიერებმა ნივრისგან დიაბეტის წამალი შექმნეს. პირველმა ცდამ ეფექტიანი შედეგი აჩვენა.
ნივრის სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ახლახან კი მეცნიერებმაც მიაქციეს ყურადღება. იაპონელმა ექიმებმა მისი სასარგებლო თვისებები გამოიკვლიეს და პირველი და მეორე ტიპის დიაბეტისთვის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს.
ცნობილია, რომ პირველი ტიპის დიაბეტი რთულად ექვემდებარება მკურნალობას. ხოლო მეორე ტიპისა ხანგრძლივ და კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს. თანაც, ხშირად აქვს კარგი შედეგი. ამიტომ ახალი წამლის მოძიებას ყოველთვის აქვს აზრი.
ახალი პრეპარატი კი უკვე შექმნილია და მღრღნელებზეც გამოცდილი. ნიორს აქვს მკვეთრად გამოხატული ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი. რომელიც, მედიკოსების აზრით, ასტაბილურებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას და ინსულინის დონის აკონტროლებს.
ნივრისგან დამზადებული პრეპარატი თავდაპირველად მღრღნელებზე გამოსცადეს. შემდეგ კი აბების სახით დამზადეს და მანაც, ყველა საცდელ მღრღნელზე, კარგი შედეგი აჩვენა.
მეცნიერები აღნიშნავენ, ტრადიციული თერაპია, ორგანიზმში ინსულინის შეყვანა, უამრავ ნეგატიურ თავისებურებას იწვევს. ამიტომაა მნიშვნელოვანი მკურნალობის ახალი საშუალების მოძიება და დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი.
იაპონელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ნიორზე დამზადებული წამალი უსაფრთხო და ეფექტურია. მისი `გვერდით მოვლენად~ კი შეიძლება იმუნიტეტის გაუმჯობესება გახდეს.