გოგონა სასეირნოდ ჩამოიყვანა ბაღში და თავად კი ალკოჰოლის ჭარბი დოზით დათვრა და მიიძინა ქალბატონი, რომელსაც სურათში ხედავთ, ამ პატარა გოგონას დედაა. მან გოგონა სასეირნოდ ჩამოიყვანა ბაღში და თავად კი ალკოჰოლის ჭარბი დოზით დათვრა და მიიძინა. აღნიშნული ბარი მდებარეობს გლდანის პირველ მიკრორაიონში, მაღაზია "ორ ნაბიჯსა" და მაღაზია wow- თან.
Bulvari.ge-სდაუკავშირდა თვითმხილველი ქალბატონი რომელიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო:
- აქვე ვცხოვრობ და ბავშვებს ხშირად ვასეირნებ ხოლმე ამ ბაღში, ამ ქალბატონსაც ხშირად ვხედავ ნასვამ და მძინარე მდგომარეობაში. ხოლო პატარა დასტრიალებს თავს და ეძახის გაიღვიძეო. გუშინ საღამოს როცა პატარა დედას ეძახდა და დედას გათიშული ეძინა იქვე შორიახლოს სამი ახალგარზდა მამაკაცი იდგა , მე გავიგონე რომ მამაკაცები ბავშვზე ამბობდნენ წავიყვანოთო, მე შემეშინდა პატარასთვის რამე არ დაეშავებინათ და ბავშვთან მივედი. განაგრძეთ კითხვა