ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდნენ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
დაშავებულები არიან საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეები.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე. დაღუპულები 25-26 წლისები არიან.
ისინი ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებული მორაგბის, კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მისი მეუღლის - მძიმე, ასევე მძიმეა ლომინაძის მდგომარეობა. იხილეთ, რა დაწერა ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე ადრე გიორგი პაპასკირმა