"რამდენი უშვილო ოჯახი ნატრობს ასეთი ანგელოზის ყოლას, ამათ კი სასაკლაოზე გამოჰყავთ ბავშვები..." ეს პოსტი თამუნა შალუთაშვილმა გაავრცელა და სამწუხაროდ, თბილისში მომხდარ ფაქტს ასახავს. ჩვენც ვავრცელებთ მას და იმედი გვაქვს, შესაბამისი ორგანოები ცოტა მეტად დაინტერესდებიან ქუჩებში სამათხოვროდ გამოსული ბავშვების ბედით.
"ამ სურათს თბილისის ერთ-ერთ უბანში შევესწარი. სამათხოვროდ დაგდებულ, წამლებით გაბრუებულ 3 წლის ბავშვს თაკარა მზის ქვეშ ეძინა. ხალხს ეგონა, რომ ეძინა, რეალურად კი ბავშვი უგონო მდგომარეობაში იყო.
ერთმა კარგმა ადამიანმა შეამჩნია, რომ ბავშვი საეჭვოდ არ მოძრაობდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახა. მეც ამ დროს შევესწარი სიტუაციას, ბავშვი რომ გამოჰყავდათ მდგომარეობოდან. ვითომ პატრონი კი შორიდან ფარულად უთვალთვალებდა ყველაფერ ამას.
დროა მიექცეს ამ სისაძაგლეს ყურადღება და შესაბამისი ზომები გატარდეს ამ უზნეობის წინააღმდეგ. ვინ იცის, რამდენი ბავშვის სიცოცხლე ეწირება ამ მაფიას. რამდენი უშვილო ოჯახი ნატრობს ასეთი ანგელოზის ყოლას, ამათ კი სასაკლაოზე გამოჰყავთ ბავშვები..."