ქალმა გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა. უფრო მეტიც, საყვარელი ორსულად იყო ყველა ადამიანი ოცნებობს ნამდვილ, ორმხრივ სიყვარულზე, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას როდი უხდება ოცნება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ცოლქმრობაც არ არის გარანტი მეორე ნახევრის ერთგულებისა... ახლახან ერთმა ამერიკელმა ქალმა გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ საყვარელი ორსულად იყო. რა თქმა უნდა, ასეთი სიახლე ძლიერი შოკი იყო ქალისთვის. თუმცა მან არ დაიწყო სკანდალის მოწყობა, გადაწყვიტა, უფრო ჭკვიანურად მოქცეულიყო. მოტყუებულმა ცოლმა ადგილობრივ გაზეთში განცხადება დაწერა. მეორე დღეს რეგიონის ყველა მცხოვრებს შეეძლო წაეკითხა გზავნილი შემდეგი ტექსტით:
"მინდა მივულოცო შარა კორმის და პატრიკ ბრაუნს. ისინი ბავშვს ელოდებიან! მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი და ვიმედოვნებ, რომ ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა. მუდამ პატრიკის ცოლი ტიმეშია ბრაუნი".
ამის შემდეგ მოღალატე ვერ გაექცეოდა ნაცნობების გადაკრულ მზერასა და ზურგს უკან ჭორაობას.
როგორ ფიქრობთ, ძალიან უწყინარი ხომ არ იყო სასჯელი?