"დროზე მიხედეთ სანამ ყველა არ დაწყვეტილა, ჭჯუიდან გადასულა და დაბრმავებულა" სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად რამდენიმე თვის წინ სოციალური კამპანია წამოიწყო, "ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის პრობლემას ეხება.
"ესე მართლა აღარ შეიძლება უკვე. ამ დამპალი ფსიქოტროპული ტაბლეტების გამო ამ დილასაც ძლივს გადარჩა 20 წლის ბიჭი. ძალიან ბევრი გარდაიცვალა და უფრო მეტი ნორმალურად ვეღარ აზროვნებს.
ვაშლზე ადვილად შეგიძლია იყიდო გრიმოდინი, ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი ქსანაქსი, ციკლადოლი და კიდევ ბევრნაირი ძაან საშიში წამალი.
ეს დებილსახა პოლიციელები ამ ბოსელ აფთიაქებში კი არ შედიან და მეპატრონეს კი არ იჭერენ, გამოსასვლელთან დგანან და ამ უტვინო 15 დან 25 წლამდე ბიჭებს იჭერენ, ტაბლეტებით ხელში.
კანონი კრძალავს, მაგრამ მაინც არავინ არ იჭერს ამ გათახსირებულ ფარმაცევტებს და მეპატრონეებს. თუ არ იცით სად ხდება ეს, მოდით და მე გაჩვენებთ 30-ზე მეტ აფთიაქს, სადაც ასე კანფეტივით ურეცეპტოდ იყიდება ეს წამლები. განაგრძეთ კითხვა