"თითოეული სიტყვა, რომელსაც ბავშვების თანდასწრებით წარმოვთქვამთ, მათ მომავალზე დიდ გავლენას ახდენს" ცოტა ხნის წინ ვწერდით ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვის შესახებ (იხილეთ სტატია). ამ და მსგავსი ფაქტებით, ბავშვების მიერ გამოვლენილი ძალადობით აღშფოთებული მომღერალი ნინა სუბლატი "ფეისბუქში" მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ცხოველზე ძალადობრივი აქტის განხორციელების სურვილი პირველ რიგში ოჯახიდან, შემდეგ კი იმ წრიდან მოდის, რომელთანაც ადამიანს ურთიერთობა გაქვს.
უმწეოზე ძალადობის იდეა შესაძლოა გაუჩნდეს ბავშვს/მოზარდს, რომლის ოჯახშიც უფროსები მინიმუმ ხმამაღალი ტონით მიმართავენ ერთმანეთს (მინიმუმ!). ასევე შესაძლოა ეს იდეა დაიბადოს და ადამიანს გადაედოს საახლობლო-სამეგობრო წრიდან (სკოლა, ბაღი, ეზო).
ნებისმიერი ნაკლებ ჰუმანური უფროსის ქცევა ბავშვში ბადებს ასევე არაჰუმანურ სურვილებს, რომელსაც ის განახორციელებს მასზე სუსტ არსებაზე; ძალადობა, თუნდაც მცირედი ძალადობა (ოჯახში ყვირილი, უტაქტო მიმართვა და ა.შ.) ზუსტად იმ სახის კომპლექსს გაუჩენს ბავშვს, რომელიც აიძულებს მასზე სუსტი არსების დაჩაგვრას.
ბავშვი არ მივა და კუნთიან კაცს არ ურტყამს და გაუპატიურებას არ დაუწყებს; სამაგიეროდ დიდი წარმატებით ჩაწიხლავს უმწეო ძაღლს ან კატას. არავის დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის აზროვნებას და საერთოდ იდეებს საზღვარი არ გააჩნია და შეუძლია ისეთი მიმართულებით წავიდეს, ჯერ რომ ადამიანს ვერ წარმოუდგენია და ამ მიმართულების ასარჩევად ის ბევრს ნამდვილად არ ფიქრობს, არ დაჯდება და არ განსჯის, რისი გამოწვევა შეუძლია მის საქციელს, რად ჩამოყალობდება ის მომავალში, ან რა სარგებელს მიიღებს ან რა დანაშაულს ჩაიდენს.
ბავშვი უბრალოდ რაღაცას ხედავს, შემდეგ მიდის და ამ დანახულს სხვადასხვა სახით ანხორციელებს. ამიტომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული სიტყვა, რომელსაც ბავშვების თანდასწრებით წარმოვთქვამთ, მათ მომავალზე დიდ გავლენას ახდენს.
აბსოლუტურად არავინაა ვალდებული რომ ცხოველი უყვარდეს და ეფოფინებოდეს დღე და ღამე, ასევე არავინაა ვალდებული, რომ კონკრეტული ადამიანი უყვარდეს; მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ერთმანეთის მიმართ სიმპათიებით არ ვართ განწყობილნი, უნდა ავდგეთ და ვიწიხლაოთ, ან გავაუპატოუროთ ერთმანეთი.
არ არის სწორი, თუ ცხოველზე არ გიჟდები, მის მიმართ აგრესიით განეწყო; იგივეა ადამიანებზეც. მე რომ ავდგე და ყველას მიმართ, ვინც გულზე არ მეხატება, აგრესია გამოვხატო ან მოძალადე გავხდე, აუცილებლად ცალკე საკანს ამიშენებენ და მთელი ცხოვრებით ჩამაყუდებენ; განაგრძეთ კითხვა