ტაილანდის ტახტის მემკვიდრის ცოლები და შვილები, რომლებსაც ტიტულზე უარი უთხრეს გასულ კვირას ლამის მთელი მსოფლიოს პრესა წერდა ტაიდლანდის პრინცზე, ტახტის მემკვიდრე მაჰა ვაჩირალონგკორნზე, რომელმაც თავისი გარეგნობით ყველა გააოცა. მიუნჰენში ვიზიტზე ჩასული 63 წლის პრინცი ტრაპიდან ჩამოვიდა და ოფიციალური მისალმება მიიღო სანდლებში, ჯინსებსა და თეთრ ტოპში გამოწყობილმა, ხელში პუდელით და უამრავი ტატუთი. თან ახლდა ახალგაზრდა ცოლი, ასევე ჯინსებსა და მოკლე ტოპში გამოწყობილი.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრინც ბავარიაში ვილა უყიდია და ცოლთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა, თუმცა მისი, როგორც სახელმწიფოს მონარქის ამგვარმა ჩაცმულობამ მაინც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
ვინ არის ტაილანდის პრინცი და როგორია სინამდვილეში?
მაჰა ვაჩირალონგკორნი ტაილანდის მეფის ფხუმიპონ ადულიადეტის ერთადერთი ვაჟია. ბანგკოკში სკოლის დამთავრების შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ავსტრალიაში დაამთავრა სამხედრო კოლეჯი, სამხედრო მფრინავის წოდებით. ტაილანდში სამხედრო მოღვაწეობა განაგრძო, 1970-იან წლებში იბრძოდა კიდეც აჯანყებული კომუნისტების წინააღმდეგ.
1977 წელს იქორწინა პრინცესა მომ ლუანგ სოამსავალი კიტიაკარაზე და მასთან ქალიშვილი შეეძინა. თუმცა ქორწინება მალე დაირღვა და პრინცი მცირე ხანს მსახიობ იუვადჰიდა პოლპრასეტთან ცხოვრობდა. ამ ქალმა პრინცს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გაუჩინა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები