ხატია გახმაურებულ თემას ასე გამოეხმაურა რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე წარსადგენი ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობას კრიტიკის დიდი ქარცეცხლი მოჰყვა. მგონი, ეს ის გამონაკლისი შემთხვევა, რომელზეც სრულიად ქართველი ერი (სამოსის შემქმნელების გარდა) შეთანხმდა - ოლიმპილების ჩაცმულობა არ ესადაგება საერთოდ არაფერს, ამითი არ უნდა იქნეს წარმოჩენილი ქართველი ხალხი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რიოს კლიმატთან მიმართებაში სამოსის არაადეკვატურობას რომ თავი დავანებოთ.
უმარავი რამ დაიწერა ამ თემაზე, პეტიციაც კი გამოქვეყნდა სამოსის დაგმობის თხოვნით.
ხატია სიჭინავამ კი ამასთან დაკავშირებით მისი მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ქართული დროშ ააფრიალა.
ფოტოზე რამაზ ნოზაძე ოლიმპიურ სამოსშია გამოწყობილი, რომელიც ბევრად უფრო სადა და დახვეწილია, ვიდრე წლევანდელი. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: ”ოლიმპიადა!!! სილამაზე, ძალა, სანახაობა!!! არ დავკარგოთ ეს ამ წელსაც!!!”
თეკლა ჟვანია