ვანიკო თარხნიშვილის მეუღლის პოსტი ცნობილი მსახიობი და ტელეწმაყვანი ვანიკო თარხნიშვილი, ჟურნალისტებს ინტერვიუებით არ გვანებივრებს, განსაკუთრებით ოჯახურ თემებზე არ უყვარს საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი მის მიმართ ყოევლთვის დიდია.
მისი მეუღლე სოფო გელავა, ფეისბუქში საკმაოდ აქტიურია, ხშირად აქვეყნებს შვილის - დამიანეს ფოტოებს. როგორც მისი პროფაილიდან გავიგეთ, დღეს ვანიკოს და სოფოს პატარას დაბადების დღე ყოფილა. მსახიობის მეუღლე პოსტში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, დამიანეს დაბადებას იხსენებს.
"ექოსკოპიამ მშობიარობის სავარაუდო თარიღად 10-15 ივლისი ჩაგვინიშნა. ყველაზე კომფორტული დრო ჩემთვის. მოვემზადე, გავემზადე, განვეწყვე.
მალევე გაირკვა, რომ ამავე თვის 27-ში თუმანიშვილის თეატრი გასტროლზე შოტლანდიაში მიფრინავდა, ვანოც მათ შორის. ნუ, რას ვიზამდი, შევეგუე ბედს და დაველოდე.
10 ივლისიდან ატყდა ნათესავების, მეგობრების, გულშემატკივრების რეკვა-მოკითხვები, აბა, რა ხდება? ხომ არ გაჩნდა? ახალი ხომ არაფერია? ხომ არ გადაიფიქრა? ხომ ყველაფერი რიგზეა? ყველაფერი რიგზე იყო და საგანგაშოც არაფერი ხდებოდა. გაიარა 10-მა ივლისმა, 15-მაც და 26 ივლისიც მოვიდა, წავედით აეროპორტში. გამთენიისას 27-ში ვანო ედინბურგში 1 თვით გაფრინდა. 28 ივლისს დამიანე დაიბადა".
დღეს დამიანე დიდი ბიჭია და მშობლებთან ერთად სახალისო ფოტოებსაც იღებს. იხილეთ ფოტოგალერეა
თეკლა ჟვანია