"სახლის წინ ვიდექით, როდესაც გიჟივით შემოვარდა უბანში მოტოციკლეტი, მერე არაფერი აღარ მახსოვს..." "მე და ჩემი შვილი სახლის წინ ვიდექით, როდესაც გიჟივით შემოვარდა უბანში მოტოციკლეტი, მერე არაფერი აღარ მოხსოვს. კომიდან რომ გამოვედი, ამნეზია მქონდა და არ მახსოვდა არაფერი. შვილი რომ მოვიკითხე, არ მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი ჩემზე მძიმედ იყო. მე ღუდუშაურის კლინიკაში გადავუყვანივარ სასწრაფოს, ჩემი სანდრო კი - იაშვილის კლინიკაში.
რამდენიმე კვირის მერე მითხრეს, რომ იმ უბედურ დღეს მე და ჩემს სანდროს მოტოციკლეტი შემოგვასკდა. ჩემი 5 თვის ბავშვი კარებზე იყო თურმე მიჭყლეტილი. თავის მძიმე დაზიანებებით და მოტეხილობით ორივე გადაგვიყვანეს კლინიკაში. რომ არა სრულიად უცხო ადამიანი, დღეს არც ერთი ცოცხალი აღარ ვიქნებოდით, რადგან მოტოციკლის მძღოლი რუსეთის მოქალაქე ყოფილა და საერთოდ არ ვუკითხივართ, გადავრჩით თუ ადგილზე მოვკვდით. ავარიის მომენტიდან მალევე გაუჩინარებულა, გაგვაუბედურა და გაქრა ასე...
რამდენიმე თვის მკურნალობის შემდეგ გამოგვწერეს კლინიკიდან. მე სიარული არ შემიძლია, რკინები მაქვს ფეხში და ჩემს ავადმყოფ შვილს დედაჩემი უვლის. ბავშვს სეფსისი და გულყრები განუვითარდა ავარიის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელი და ლამაზი ბავშვი ასე გამიუბედურეს. თვალზე მხედველობაც დაკარგა, მთელი ღამე სეფსისური შეტევები აქვს და კრუნჩხვებში ვარდება ყოველ წამს. აქ ვერ შველიან, ვერ მეუბნებიან, რა ვუშველო, რით გადავარჩინო ჩემი ბიჭი... რამდენიმე კლინიკაში გადავაგზავნეთ საბუთები და ყველაზე იაფი ბარსელონიდან მოგვივიდა - 13 000 ევრო დაჯდება, რომ გამოვიკვლიოთ და ვუმკურნალოთ ბავშვს... გთხოვთ, დამეხმარეთ და გადამირჩინეთ შვილი, ჩემს თავს არ ვდარდობ, რომ ტვინის ტრავმებით და მოტეხილობებით დამიმახინჯდა ცხოვრება, ბავშვი გადამირჩინეთ, გემუდარებით".
ნანა აკობიასა და პატარა სანდრო გურჩიანის ოჯახი ლტოლვილია და შესახლებულები არიან ჩუბინაშვილის N30-ში. არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ, სოციალური დახმარება 5 თვისა წინასწარ აიღეს ოპერაციებისთვის და წამლისთვის და რამდენიმე თვეა, ვერც ამას იღებენ. განაგრძეთ კითხვა