თეონა აქუბარდიას ბიოგრაფია და ოჯახური ფოტოები თავდაცვის მინისტრის პოსტზე ეს დღეები თეონა აქუბარდიას კანდიდატურა განიხილება. თეონა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა.
ეს ქალბატონი 2011-2013 წლებში იყო „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე. 2009 წლიდან - “საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის წევრი, აგრეთვე მიწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
თუმცა ამჯერად ჩვენთვის საინტერესო ის გახლავთ, რომ თეონა ცნობილი ტელეწამყვანის დათო აქუბარდიას ქალიშვილია, პირველი ქორწინებიდან, პოეტ ლია ბედოშვილთან. თავად თეონას ორი ქალიშვილი ჰყავს - ანა და ელენე ჩუბინიძეები.