მათი ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია და დილიდან გვიან ღამემდე მუშაობენ მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვი საქართველოში არც ისე დიდია. სამწუხაროდ, ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ისინი, ხშირ შემთხვევაში, მძიმე სოციალური ყოფის გამო ექცევიან. თუმცა, დღეს გვინდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც ამ და ბევრ სხვა სტერეოტიპს, თავიანთი მაგალითით ამსხვრევენ.
როცა ქურასბედიანების ათშვილიან ოჯახზე იწყებ წერას, რთული გადასაწყვეტია, მათ საინტერესო ოჯახზე გააკეთო აქცენტი თუ არანაკლებ მნიშვნელოვან, მათ წარმატებულ ოჯახურ ბიზნესზე. ფაქტია, ამ ადამიანებს სხვებისგან ბევრი რამ გამოარჩევთ.
დედა - 43 წლის მარიამ ჯიბუტი, გურული ქალია. უფროსი შვილი ამბობს, რომ არა ის, მათი გაძლება ნებისმიერ სხვას ძალიან გაუჭირდებოდა.
მამა - ზვიად ქურასბედიანი, ოჯახში ძირითადი გამწევი ძალაა. შვილებს მისი განსაკუთრბული რიდი აქვთ. ზვიადიც 43 წლისაა.
რესტორანი "ბარბარესთან" შვილების აღზრდასთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახის მთავარი საზრუნავია. იდეა, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ზვიადს და მის უფროს შვილებს ეკუთვნის. მათ მოახერხეს და რეალობად აქციეს მრავალწლიანი ოცნება.
მრავალშვილიან ოჯახში დილა განსაკუთრებულად ხმაურიანი და დატვირთულია. აქ ყველას თავისი რეჟიმი აქვს. უსაქმოდ მხოლოდ ერთი წლის ლაზარეა, ოჯახის ნაბოლარა. მშობლებისა და ორი უფროსი შვილის სამუშაო დღე ძალიან ადრე იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება. 23 წლის თორნიკეს მარანი აქვს ჩაბარებული. საუკეთესო ღვინის შერჩევა მისი პრეროგატივაა. 21 წლის ანდრია ოჯახურ რესტორანში მომსახურების ხარისხსზეა პასუხისმგებელი. ზვიადი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი პროდუქტებით ამარაგებს რესტორანს, მენეჯერობა კი მარიამს აქვს ნაკისრი. განაგრძეთ კითხვა