დედა-შვილს შორის სხვაობა 17 წელია "კურიერი P.S."-ის ჟურნალისტი თეა ადეიშვილი საკუთარ შვილთან მსგავსებაზე სოციალურ ქსელში წერს:
"რამდენიმე დღეა ჩემი შვილი და მისი გოგოები ქუთაისში არიან, თავიანთი უსაყვარლესი მეგობრის გადარჩენას ელოდებიან და თბილისში ვერ გაჩერდნენ, იქ დარაჯობენ ნუცას გამოფხიზლებას... დღეს ნიტა მაღაზიაში შესულა და გაოცებული მირეკავს:
- შენხელა გოგომ გამაჩერა და მკითხა, შენ თეა ადეიშვილის შვილი ხარო? ისე ჰგავხარ, ისეო, ზუსტად ისეთივე ხმა გაქვს და ზუსტად შენნაირი იყოო...
ნიტასი არ ვიცი და მე ძალიან გამიხარდა"...
როგორც ირკვევა, თეას ქალიშვილი ნიტა, მორაგბე ლევან ლომინაძის და მისი მეუღლის ნუცას ახლობელია, სწორედ მისი ჯამნრთლეობის სადარაჯოდ ჩავიდა მეგობრებთან ერთად ქუთაისში.
"ნუცა, თქვენ გარდა არაფერზე აღარ მეფიქრება, ნეტა იცოდე, როგორ გგულშემატკივრობთ მთელი ქვეყანა ოთხივეს, როგორ ლოცულობს ყველა, რომ თქვენ მაინც გადარჩეთ! რომ შეიძლებოდეს, დაუფიქრებალდ დავთმობდი სიცოცხლეს შენი გადარჩენისთვის! იბრძოლე დედი, შენი მშობლებისთვის, შენი დებისთვის და უერთგულესი მეგობრებისთვის... გადარჩი და გადაგვირჩინე ყველა იმედი, რომელსაც ვებღაუჭებით, ჩემო ულამაზესო ნუცი", - წერდა თეა ტრაგედიის პირველ დღეებში.
ჟურნალისტი ამჟამად მეორე ქორწინებაში იმყოფება გენა უჩუმბეგაშვილთან. ნიტა პირველი ქორწინებიდანა ჰყავს. როგორც ჰყვება ხოლმე, XI კლასში იყო, როცა მოიტაცეს, არ უნდოდა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამო დარჩა. "როცა მომიტაცეს, XI კლასში ვიყავი და შინ იმიტომ არ დავბრუნდი, რომ ვფიქრობდი, ხალხი რას იტყოდა. არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ცუდია, მაგრამ ვიცოდი, ამას რა მოჰყვებოდა. შეიძლებოდა, ხალხის აზრსა და ჭორაობას თვითმკვლელობამდე მივეყვანე. ამას არც ვნანობ, თუნდაც იმიტომ, რომ იმ ქორწინებიდან ნიტა მყავს", – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თეა.
დედა-შვილს შორის სხვაობა 17 წელია, მიუხედავად ამისა, როგორც თავად ამბობენ, სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ მაინც მეგობრობენ. გარეგნული მსგავსება კი, როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, მართლაც დიდია.
ეს კი თეას უმცროსი ვაჟია.
თეკლა ჟვანია