უთხრეს, რომ გიო ცოცხალია და ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ ანერვიულდა და რომ არ ეწვალა დააძინეს 21 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის, მისი მეუღლის, ასევე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც Ambebi.ge-ს ლომინაძის მეუღლის, ნუცას მეგობარმა განუცხადა, მორაგბის ცოლი კომიდან დღეს გამოიყვანეს.
- ნუცა ხელოვნურ კომაში იყო, რადგან გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, რასაც სხვანაირად ფიზიკურად ვერ გაუძლებდა. ამიტომ არ აღვიძებდნენ. დღეს ცოტა ხანი ეღვიძა და შემდეგ ისევ დააძინეს. რამდენიმე დღეში სულ გამოაღვიძებენ. გიორგი ლომინაძეს ორი დღეა ღვიძავს და ტკივილებს მხოლოდ გამაყუჩებელით უყუჩებენ. რაც შეეხება მეკოს მეუღლეს, ვიცი რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. განაგრძეთ კითხვა