"არა, მეგობრებო, კარგი ცოლი ვარ იმიტომ, რომ..." ხატია სიჭინავას ოჯახური ამბების გაგება ფესიბუქიდან მარტივადაა შესაძლებელი. ხშირად ანებივრებს ქმარს და საჯაროდ უტყდება გრძნობებში, აქვეყნებს მეუღლის ფოტოებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. თვლის, რომ კარგი ცოლობა ქმრის „კალთაზე გამობმა“ არ არის და სწორედ ამ თემას უძღვნის მორიგ სტატუსს:
„კარგი ცოლი იმიტომ კი არ ვარ, რომ ვიღაცაზე უკეთეს საჭმელს ვაკეთებ, ან უკეთესად ვალაგებ, ან ყველაფერი ყოველთვის მოწესრიგებული მაქვს... არა, მეგობრებო, კარგი ცოლი ვარ იმიტომ, რომ უსიტყვოდ მესმის ჩემი ქმრის, სანამ რამე ეწყინება, მანამდე ვკლავ თემას, იმიტომ, რომ სიყვარული მეექვსე გრძნობად მაქვს და ყველაფერზე სწრაფად ვრეაგირებ... იმიტომ, რომ ვუფრთხილდები და ვაღმერთებ ჩვენს ურთიერთობას და შესაბამისად არ გვიწევს სკანდალები, უთანხმოება და არაფრის მომცემი კინკლაობა. უბრალოდ გიყვარდეთ ერთმანეთი...“
თეკლა ჟვანია