”ვინც ვართ, ჯერ კიდევ, სიცოცხლე გრძელდება!” - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი ირინა სარიშვილი სამი ვაჟკაცის დედაა. მარტოხელა დედას, მარტოს უწევს იმ პრობლემებთან ბრძოლა, რასაც ყოველდღიურობა გვიმზადებსს. მიუხედავად ამისა, სისუსტეს არ იჩენს, არ წუწუნებს და საზოგადეობას თავს არ ახვევს საკუთარ გასაჭირს.
მისთვის დღევანდელი დღე ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია. 19 აგვისტოს მისი პირველი მეუღლის გია ჭანტურიას დაბადების და ამავდროულად ირინას მამის გარდაცვალების დღე ყოფილა. აი, რას წერს ამ თემასთან დაკავშირებით:
„უცნაური დღეა დღეს ჩემთვის.
გიას დაბადების დღე და 7 წლის განმავლობაში ამ თარიღის ძალიან მხიარულად და ძალიან ვიწრო წრეში აღნიშვნა.
მერე რაც გია წავიდა, ბევრი წელი დღევანდელის ჩათვლით, ის, რაც არ ითქმის.
და უკვე 5 წელია იმას, რაც არ ითქმის, დაემატა მამას გარდაცვალება. მამაც ამ დღეს წავიდა 5 წლის წინ, გიას დაბადების დღეს, და დედამ ქაშვეთიდან გიას საფლავიდან მოსულმა გაიგო, რომ მამა აღარ იყო...
დღეს აღარც დედა აღარ არის.
გიას მშობლებიც აღარ არიან.
ვინც ვართ, ჯერ კიდევ, სიცოცხლე გრძელდება.
გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყველაფერი სასიკეთოდ შეცვლილიყოს ჩვენს ცხოვრებაში“.
თეკლა ჟვანია