როცა კარგი მეგობარი ყველაზე დიდი განძია... ნამდვილ მეგობრობაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, ლეგენდებს და მითებსაც ჰყვებიან და ფილმებსაც იღებენ. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხანდახან ისეთი საოცრებები ხდება, დაჯერებაც რომ გვიჭირს.
ეს გრემ მაკმილანია პლაკატით ხელში. ტეხასის საავადმყოფოში მიემართება, რომ თავის საუკეთესო მეგობარს სიურპრიზი გაუკეთოს.
პლაკატზე ასეთი წარწერაა: "გავიგე, რომ თირკმელი გჭირდება? ჩემი მოგიტანე!" - ამ პლაკატის დანახვისას მისი მეგობარი დენი ტირილს ვერ იკავებს და ეს არც არის გასაკვირი...
საქმე ის არის, რომ დენი კოლზოუს დაბადებიდან აქვს თირკმლის პრობლემები. დადგა დრო, როცა ორივე თირკმელმა უმტყუნა და მხოლოდ სასწაული, ანუ დონორის ორგანო გადაარჩენდა მის სიცოცხლეს. დონორის ორგანოს კი იმდენ ხანს სჭირდება ლოდინი, ხშირად მოლოდინში კვდებიან პაციენტები.
დენის მეგობარმა გრემმა, რომელიც ჯერ კიდევ კოლეჯიდან მეგობრობს დენისთან, გადაწყვიტა, დენისგან საიდუმლოდ გაევლო ტესტი ორგანოების შეთავსებაზე და ანალიზებმა მისი იმედები გაამართლეს. როგორც კი გრემმა შეიტყო, რომ მისი თირკმელი გამოადგებოდა დენის, გადაწყვიტა, მისთვის ეს მიეხარებინა და დენის ემოციებიც ვიდეოკამერით აღებეჭდა. მისი მსვლელობა და დენის ემოციები ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ...
ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, გრემიც და დენიც უკეთ არიან და ახლა საერთო გეგმები აქვთ.