როგორ შეძლო ვარსკვლავმა მშობიარობისას მომატებული კილოგრამების დაკლება
კიმ კარდაშიანმა 7-თვიანი ვარჯიშებისა და დიეტების შედეგები აჩვენა ხალხს. ინტერნეტში ისევ გამოჩნდა მისი ფოტოები საცურაო კოსტიუმებში - კიმს აღარ რცხვენია თავისი სხეულის.შარშან დეკემბერში, მეორე მშობიარობამ მას საკმაოდ ბევრი ზედმეტი კილოგრამი დაუტოვა. მეორე შვილის სიხარულთან ერთად, კიმი ხანდახან აღიარებდა იმასაც, რომ განიცდიდა სხეულის ფორმების შეცვლას. გადაწყვიტა, თავი ხელში აეყვანა და ყველანაირად ებრძოლა ზედმეტ კილოგრამებთან.
7 თვის ხანგრძლივი ვარჯიშების და მკაცრი დიეტების შემდეგ შედეგიც სახეზეა. "ვგრძნობ, რომ მივაღწიე მიზანს! ატკინსის დიეტამ იმუშავა: თითქმის 31 კილოგრამი მან დამაკლებინა".