მაია კაჭკაჭიშვილი საზოგადოებას მიმართავს! ჩვენდა სამწუხაროდ, მეტროსადგურებში, სუპერმარკეტებთან და ა.შ., ქუჩაშიც ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას გაჭირვებულებისთვის, ზოგჯერ ავადმყოფი ბავშვების სამკურნალოდ ითხოვენ. ძნელია, გულგრილად ჩაუარო ყუთს, რომელსაც აწერია, რომ ფული ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად გროვდება.
მაგრამ ამაზე სამწუხარო ისაა, რომ ძალიან ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როცა ბავშვების ჯანმრთელობით ხდება მანიპულირება და ფული ადრესატამდე სულაც არ მიდის.
თაღლითობის მორიგი სქემა მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილსაც შეეხო. გთავაზობთ მის პოსტს::
„ხალხნო, თუ შეგხვდათ პოსტი, რომ დათუნა უკურნებელი სენითაა დაავადებული და ანგარიშის ნომერი წერია, გთხოვთ, დამისქრინოთ, რომ დავაავადო იმ სენით, რასაც ბავშვზე წერენ!!!! ჩათში მოგვწერეს მეც და ლევანსაც რომ ნახეს ასეთი პოსტი, სადაც ფულის გადარიცხვას სთხოვენ ხალხს!!!“
როგორც ჩანს, ვიღაც დათუნა ლაზარიშვილის სახელით მანიპულირებს, ბავშვის მიმართ ხალხის დიდ სიყვარულს ბოროტად იყენებს და ცდილობს ამით ხელი მოითბოს. ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩნეთ და ისე გაიღეთ დახმარება. საბედიეროდ, დათუნა ძალიან კარგადაა და არავისი დახმარება არ სჭირდება.
თეკლა ჟვანია