"გაუწოდე ხელი ცხოვრებას და სიამაყით გაეცანი, რადგან შენ ხარ პიროვნება..." ეს პატარა პოსტი-მილოცვა ერთმა ჩვეულებრივმა ქართველმა დედამ - ნათია გოდერძიშვილმა მიუძღვნა თავის მშვენიერ გოგონას - მარიტა ხვედელიძეს. პოსტი დედობრივი სითბოთი და არაჩვეულებრივი სიტყვებით სოციალურ ქსელში საკმაოდ მოიწონეს. თქვენც გთავაზობთ ამ პატარა ემოციურ მილოცვას:
"8 წლის წინ შენ გაჩუქე სიცოცხლე და დაგარქვი "მარიტა"!
8 წლის წინ შენ მაჩუქე დედობა და დამარქვი "დედა"!
8 წელია ვცდილობ ამოვიცნო შენი უსასრულო ემოციური, ძალიან თბილი ბუნება, ნიჭიერება, სიკეთე და გაგება.
შენ გაქვს შენი "მე" - ესაა ჩემთვის ყველაფერი.
გაუწოდე ხელი ცხოვრებას და სიამაყით გაეცანი, რადგან შენ ხარ პიროვნება მარიტა ხვედელიძე.
გილოცავ ამ ლამაზ დღეს....... გისურვებ ცხრა თვალა მზეს....... ცის შუქის ყველა ფერს........ სიხარულს, სიყვარულს ბევრს..... და კიდევ გისურვებ ერთს....... უზომოდ უყვარდე ღმერთს......."