ეს ისტორია იმის ნათელი მაგალითია, რომ ადამიანური სიკეთე არ იკარგება ეს საოცარი ისტორია თითქმის 40 წლის წინ დაიწყო. 1977 წელს ამბის გმირი ამანდა 3 თვის იყო. ერთხელ მისმა მშობლებმა გოგონა ოთახში მარტო დატოვეს, სწოლის გვერდით კი ორთქლის ჰაერის დამატენიანებელი იყო ჩართული. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაღვიძებული ამანდა საწოლზე ჩამოსრიალდა და გავარვარებულ ხელსაწყოს დაეცა. საბავშვო ოთახიდან გულის გამგმირავი ტირილის ხმა გაისმა.
მძიმე დამწვრობით გოგონა ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს. იქ ამანდა შეხვდა ქალს, რომლმაც მის ცხოვრებაში სამუდამოდ დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი.
მედდა სიუზან ბერგერი გოგონას იმაზე მეტად უვლიდა, ვიდრე ჩვეულებრივ პაციენტს. სიუზანი ამანდას საკუთარი შვილივით ექცეოდა, სიყვარულსა და მზრუნველობას არ იშურებდა, თავისუფალ დროს მის გვერდით ატარებდა.
მედდისა და პატარა პაციენტის საოცარი ურთიერთობა საავადმყოფოში მოსულმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმაც დააფიქსირა და ფირზე აღბეჭდა.
ცოტა ხანში ამანდა სახლში გაწერეს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა აჩვენეს საავადმყოფოში გადაღებული ფოტო და მოუყვნენ, რა გადახდა ჩვილს.
ეს ფოტოები ამანდას ნამდვილ თილისმად იქცა. იმის გამო, რომ დამწვრობამ გოგონას სახეზე უამრავი ნაიარევი დაუტოვა, მას ხშირად შეურაცხყოფას აყენებდნენ ბავშვები.
ყოველთვის, როცა მეგობრების საქციელის გამო ატირებული ამანდა შინ ბრუნდებოდა, ფოტოებს ათვალიერებდა. მედდა სიუზანის მზრუნველი მზერა აძლიერებდა. ის აღარ ფიქრობდა მეგობრებზე, რომლებმაც გული ატკინეს.
გაზრდილმა ამანდამ რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სრულიად გათავისუფლდა იარებისგან. მედდის მიმართ მადლიერების შეგრძნებას კი მუდამ გულში ინახავდა. ახლა ამანდა თითქმის 40 წლისაა და მან გადაწყვიტა, მოეძებნა ის გულისხმიერი მედდა, რომელიც ასე ზრუნავდა მასზე. ამანდამ "ფეისბუკზე" ახალი გვერდი გახსნა და მეგობრებს სიუზანის მოძებნაში სთხოვა დახმარება. გამოქვეყნებიდან 12 საათის შემდეგ ამანდას პოსტს 12 ათასი ადამიანი გამოეხმაურა. სიუზანის ყოფილმა კოლეგამ კი იცნო იგი.
ნანატრი შეხვედრა ყოფილ პაციენტსა და მედდას შორის, 38 წლის შემდეგ, იმავე საავადმყოფოში შედგა, სადაც დამწვარი ამანდა მშობლებმა სამკურნალოდ მიიყვანეს. ემოციურმა შეხვედრამ გულგრილი არავინ დატოვა. სიუზანი და ამანდა დიდი ხნის ნაცნობებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს.
ჟურნალისტების კითხვას: გააგრძელებენ თუ არა მომავალში ამანდა და სიუ მეგობრობას, ამანდამ უპასუხა: "ჩვენ ამ შეხვედრამდეც ვმეგობრობდით, უბრალოდ, სიუმ არ იცოდა ამის შესახებ".
ეს ისტორია იმის ნათელი მაგალითია, რომ ადამიანური სიკეთე არ იკარგება. თუ ამანდასა და სიუზანის ისტორია მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებსაც.