14 წლის გოგონას სასტიკი დიაგნოზი დაუსვეს... ეს ამბავი მართლაც შთამაგონებელია. მამა კაქსი ბიუთი ფეშენ-ბლოგერია. 14 წლისას სიმსივნე აღმოუჩინეს და ექიმებმა უთხრეს, რომ სამი კვირა დარჩენოდა სიცოცხლე. საბედნიეროდ, გადარჩა, თუმცა საშინელმა დაავადებამ სამუდამო კვალი დაუტოვა – მას მთლიანად მოკვეთეს მარჯვენა ფეხი.
ბევრი ალბათ სასოწარკვეთილებას მიეცემოდა, თუმცა მამა კაქსი ისეთივე პოზიტიური დარჩა, როგორიც იყო და თავის ცხოვრებას ახლაც მხოლოდ პლუსების მიხედვით აფასებს. “მესმის, როგორ გამიმართლა, რომ გადავრჩი. რომ ვიმკურნალე, რადგან ბევრისთვის მიუწვდომელია ეს შესაძლებლობა.
მე ავცდი დისკრიმინაციას, შევძელი საკუთარი თავის რეალიზება, არადა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩემნაირი ადამიანები პრაქტიკულად მოკვეთილები არიან საზოგადოებისგან”, - ამბობს კაქსი. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები