ცნობილი პროდიუსერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს "დღის შოუს" ერთ-ერთი წამყვანი და გადაცემა "სხვა რაკურსის" პროდუსერი მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"მე არ ვარ კარგი დედა. მე რომ ჩემი შვილების მომავალზე ვზრუნავდე, მაშინ მეც თავდაუზოგავად უნდა ვაპროტესტებდე ჩემი ქალაქის გაპარტახებას და იმას, რომ ცოტა ხანში სასუნთქი ჰაერიც კი აღარ იქნება. მაშინ მეც უნდა მეშიმშილა გულის წასვლამდე, მაშინ მე უნდა მომეთხოვა პასუხი და ჩემთვის ეკადრებინა მერს - მაიმუნო ვირიშვილო, მე უნდა მებრძოლა თითო ხის მოჭრაზე და მემილიონე კორპუსის ჩადგმაზე.
მაგრამ მე არ ვარ კარგი დედა. ამიტომ პეკინიდან ჩამოსულ ჩემს ქალიშვილს თბილისში ასთმური შეტევა დაეწყო, 8 თვის ორსული შვილი იძულებულია სუფთა ჰაერის საძებნელად აღმა-დაღმა დადიოდეს და უკვე წინასწარ მეშინია, შვილიშვილი როგორ უნდა გაიზარდოს ასეთ პირობებში.
მაპატიეთ, მეგობრებო, რომ მხოლოდ თქვენს კისერზე გადადის მთელი ერის საკეთებელი, მაპატიეთ, შვილებო, რომ ცუდი დედა ვარ, მაპატიე, ჩემო ქვეყანავ, რომ ყველას ფეხებზე გვკიდიხარ. გ ვ ა პ ა ტ ი ე!" - წერს მიმიდინარე მოლნებით შეწუხებული მაია სტეფნაძე.
თეკლა ჟვანია