ლიკა ქავჟარაძის გულახდილი სიტყვები ქართული საკულტო ფილმის, თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს შექმნილი "ნატვრის ხის" მთავარი ვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე, რომელმაც ბევრისთვის დღემდე უსაყვარლეს ფილმში მარიტას როლი არაჩვეულებრივად განასახიერა, სურათის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ იმ დროინდელი საზოგადოების რეაქციებზე საუბრობს, რაც მსახიობის თქმით, მისთვის სერიოზულად შემაწუხებელი და დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ მხატვრული ფილმი "ნატვრის ხე" გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. სცენარის ატორები - რევაზ ინანიშვილი და თენგიზ აბულაძე. "ნატვრის ხე" იმ ტრილოგიის ნაწილია, რომელიც "ვედრებით" და "მონანიებით" გაგრძელდა.
ფრაგმენტი სატელევიზიო შოუდან "ღია სტუდია". იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ ლიკა ქავჟარაძის ულამაზესი შვილიშვილი