"ეკითხებოდა, ვინ ხარ? სად მიგყავარო? კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა გორში, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების საიდუმლოებით მოცულ გატაცებას ეხება. რამდენიმე თვეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებში აქტიურად იწერებოდა, რომ გორის რაიონის რამდენიმე სოფელში ბავშვები გაურკვეველ ვითარებაში იკარგებოდნენ,
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ფაქტებს არ ადასტურებდა თუმცა, ამ დრომდე ეს საკითხი პრობლემად რჩება.
გუშინ ქალაქ გორში, კიდევ ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, უცნობმა ქალბატონმა, 8 წლის ბიჭუნას გატაცება, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან სცადა.
მიწისქვეშა გადასვლელი, რომელიც მოვაჭრეებს უკავიათ, ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია, აღნიშნული შემთხვევის დროს, ბიჭუნა ბებიასთან და ბიცოლასთან ერთად იმყოფებოდა, საბედნიეროდ გამტაცებელმა ბავშვის მოტაცება ვერ მოახერხა, რადგან ბიცოლამ ის დროულად შენიშნა.
ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ბავშვის დედას სოციალური ქსელით დავუკავშირდი:
"დედაჩემს ჰყავდა ბავშვი წაყვანილი, ბიძაშვილის ცოლთან ერთად, ხელი ბიცოლას ჰქონდა ჩაკიდებული, თუმცა ვერ მიხვდა, რა დროს და როგორ გააშვებინეს. როცა ბავშვი მოიკითხეს, დაინახეს რომ შავებში ჩაცმულ ქალს, დაახლოებით 60 წლამდე იქნებოდა, ჭაღარა თმით, ბავშვი გვირაბის ბოლო კიბემდე ჰყავდა აყვანილი,
იმ წამს რომ არ დაენახათ ალბათ ვეღარც ვიპოვიდით."
დედა ბავშვის მონაყოლის მიხედვით ამბობს, რომ უცნობმა ქალმა მას ზურგში რაღაც
ჩაარტყა და ხელი ისე გააშვებინა. "ეკითხებოდა, ვინ ხარ? სად მიგყავარო? განაგრძეთ კითხვა