ხატია სიჭინავას ემოციური პოსტი და ბავშვის დაბადების დღის ფოტოები ხატია სიჭინავამ უმცროს გოგონას - ევას დაბადების დღე კიკეთში გადაუხადა. ამ დღეს ემოციური პოსტიც მიუძღვნა, რომელიც შემდეგ ბევრმა აიტაცა:
ფსიქიურად ბოროტად აშლილი საზოგადოებისთვის. მე და ჩემი ქმარი, ჩემი დაქალები, მივდივართ დაავადებულ ბავშვებთან, უპატრონო ბავშვებთან, მოხუცთა თავშესაფარში, და მიგვაქვს ახალი ტანსაცმელი, საჭმელი-სასმელი, ნუ ეს რასაც აფიშირებას არ ვუკეთებთ!!! და არც არასდროს გაგიგიათ!!! ხოლო ევას დაბადების დღეზე იმიტომ გავააფიშირე, რომ ტრადიცია მაქვს ესეთი, რომელი შვილის დაბადების დღეც არის, იმის ტანსაცმელს ვჩუქნი!!
ჰოდა ახლა წერეთ და იკითხეთ თქვენი გესლიანი წინადადებები და ჯობს სიკეთით მომწვდეთ, რადგან ენით ვერ მწვდებით, ხედავთ... "