თაკო ნაცვლიშვილს პატარა ძამიკო ჰყავს - ანდრია თანამედროვე დედიკოებში ახალი ტენდენციაა - ახალშობილების ფოტოების გამოქვეყნებას ერიდებიან, ან ისეთ სურათებს უზიარაბენ საზოგადოებას, სადაც ბავშვის სახე არ ჩანს. ამგვარად პრესის ინტერესი იზრდება, საბოლოო ჯამში კი დაინტერესებული პირები დიდი გულისყურით ელიან ამა თუ იმ ცნობილი პიროვნების შვილების სრულყოფილ ფოტოს.
ამ ტენდეციას, როგორც ჩანს, ყოფილმა მოდელმა ნინო ცქიტიშვილმაც აუწყო ფეხი და ულამაზესი თაკო ნაცვლიშვილის პაწაწინა ძმის ფოტოებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.
15 აგვისტოს, ანდრია ნაცვლიშვილის ამქვეყნად მოვლენა, სწორედ თაკომ, ფეისბუქსტატუსით ამცნო საზოგადოებას, პირველი ფოტო კი, რომლითაც ნაცვლიშვილების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი გავიცანით ნინომ გამოაქვეყნა და რასაკვირველია, იქ მხოლოდ ბავშვის ხელი ჩანდა.
სულ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოჩნდა, სადაც პატარა ანდრია ნებივრობის დროსაა აღბეჭდილი. ამ პაწაწინა არსების ფოტოზე ოჯახი თბილ კომენტარებსა და მილოცვებს დღემდე იღებს.
თეკლა ჟვანია