შეშინებული და გათოშილი ბავშვი გამვლელებმა იპოვეს შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენის მცხოვრებლებმა შემთხვევით გაიგონეს ბავშვის სასოწარკვეთილი ტირილის ხმა. აღმოჩნდა, რომ ხმა მანქანიდან მოდიოდა, რომელშიც 2 ბავშვი იყო ჩაკეტილი. ბავშვი შეშინებული და გათოშილი იყო და შველას ითხოვდა.
მანქანა გასაღებით იყო დაკეტილი, პატრონი არსად არ ჩანდა და გამვლელებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა მონაცემთა ბაზაში იპოვეს მანქანის მფლობელი - 25 წლის მარტოხელა დედა. თუმცა სად იმყოფებოდა, ვერ დაადგინეს. სანამ ისინი იქვე ახლ-მახლო ეძებდნენ ბავშვის დედას, მანამდე მექანიკოსმა მანქანის კარი გააღო და ბავშვი გაათავისუფლა. ამასობაში დედაც გამოჩნდა - მანქანასთან მოვიდა გაოცებული სახით. ვერ მიხვდა, რატომ იყო ამდენი ხალხი შეკრებილი.
აღმოჩნდა, რომ ბავშვი მანქანაში დაძინებული დატოვა, თავად კი ღამის კლუბში გაემართა თანამშრომლებთან ერთად. იმედი ჰქონდა, რომ ბავშვს ეძინებოდა დიდხანს და ვერც შენიშნავდა დედის არყოფნას. თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მთელი 6 საათით დატოვა პატარა. ამასობაში დაღამდა, ტემპერატურამ იკლო და ბავშვს სიცივისგან გაეღვიძა.
ახლა გართობის მოყვარულ დედას სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისგება და შეიძლება, დედობის უფლებაც კი ჩამოართვან.
ასევე იხილეთ: მამამ 2 წლის ბავშვი მანქანაში დატოვა და დაავიწყდა - ბავშვი გაიგუდა