სკანდალური გადაცემის შემდეგ ''პროფილი'' სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გადაცემა ''პროფილის'' მორიგი გადაცემა ახალმა თაობის განათლების თემას მიეძღვნა.
გამოკითხულთა უმეტესობამ სკოლის პროგრამიდან ისეთი რამეც კი არ იციან, რასაც წლების წინ სამოსანი მოსწავლეც კი უპრობლემოდ უპასუხებდა. გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით, ასეთი სიტუაცია განათლების სისტემის ბრალია. ბევრი კი ''პროფილს'' აკრიტიკებდა და წერდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის არ უნდა დაეცინათ.
ასეთი გამოხმაურების შემდეგ ''პროფილმა'' სპეციალური განცხადება გაავრცელა ფეისბუქით:
''მეგობრებო, ჩვენი გამოკითხვა იყო ღია, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლო ყველას. გადაცემაში გავიდა მხოლოდ იმ რესპოდენტების პასუხები, ვინც დაგვთანხმდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე. გამოკითხვა ჩატარებულია ყველას სტანდარტის დაცვით და მასში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება არ ხდება''.
''პროფილის'' განცხადებას შემდეგი კომენტარები მოჰყვა:
''უკვე დროა მიხვდეთ, რომ თემები ამოწურეთ და შეგიძლიათ თქვენმა ჯგუფმა შექმნათ რამე ახალი გადაცემა, თუ აუცილებლად გჭირდებათ ეკრანზე არსებობა. არაპროფესიონალიზში გადადის უკვე, როცა ყველაფერი ამოწურული გაქვთ და სხვების დაცინვით და უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ცდილობთ, დაწეროთ რეიტინგი. განაგრძეთ კითხვა