სკოლებსა და ბაღებში პატრიარქის ნათლულების აღწერა მიმდინარეობს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის დაწყებით სკოლებსა და ბაღებში პატრიარქის ნათლულების აღწერა მიმდინარეობს.
ამის შესახებ რამდენიმე სკოლის ფეისბუქის გვერდზეც გაჩნდა კითხვები, ცოტა ხნის წინ კი პარტია "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "გთხოვთ სასწრაფოდ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში მომაწოდა რამდენიმე სკოლის და საბავშვო ბაღის დირექტორმა. განათლების სამინისტრო სკოლებისგან და საბავშვო ბაღებისგან ითხოვს ინფორმაციას პატრიარქის ნათლულების შესახებ... დირექტორები, რომლებმაც მშობლების გარეშე უარი განაცხადეს მოსწავლეების შესახებ გასცენ ინფორმაცია, არიან ძლიერი ზეწოლის ქვეშ... ამ წუთებში მე ვცდილობ დავადგინო, რა მიზნით და ვისი დავალებით აკეთებს ამას განათლების სამინისტრო" - წერს ბაღათურია ფეისბუქის პირად გვერდზე.
რადგან ინფორმაციამ მშობლებში მსუბუქი პანიკა გამოიწვია და რამდენიმე ადამიანმა რედაქციაშიც დარეკა შეკითხვებით, საკითხის გასარკვევად დავუკავშირდით განათლების სამინისტროს, საპატრიარქოს და ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელს. გაგრძელება