გოგონები ტყეში შევიდნენ და დაიკარგნენ გუშინ კახეთში ექსკურსიის დროს, შუამთის ტყეში ორი 14 წლის მოზარდი გოგონა დაიკარგა. თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გოგონებს 4 საათი ეძებდნენ შუამთის ტყეში და მხოლოდ შემდეგ იპოვეს თელავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში. გოგონებს ტყეში გზა აებნათ და რაღაცნაირად გააღწიეს თავი ტყიდან.