როგორ სთხოვა ცოლობა ულამაზეს თეოს, რომელმაც ორი შვილი აჩუქა რამდენიმე წლის წინ ტელეკრანზე გამოჩნდა სიმპათიური ბიჭი, რომელმაც მაყურებლის, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის დიდი ყურადღება დაიმსახურა. მაგრამ, მალევე გაირკვა, რომ თორნიკე კვერენჩხილაძე ულამაზეს თეო ყურაშვილზე იყო დაქორწინებული. როდესაც ტელეწამყვანი ტელევიზიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მეუღლე ყოველთვის გვერდში ედგა. კარიერა "აჭარის ტელევიზიიდან" დაიწყო, მერე იყო "მეცხრე არხი", დღეს კი "ტელეიმედიდად" გვაცნობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. "ქრონიკის" გამოშვებებს შორის კი "ფეისბუქში" პოზირებასა და გურული იუმორით გაჯერებულ სტატუსების წერასაც ასწრებს..
წყვილმა ერთმანეთი სტუდენტობისას სოხუმის უნივერსიტეტში გაიცნო. ალბათ ბევრი ვერ გარისკავდა, ახალგაცნობილი გოგოსთვის ცოლობა მაშინვე ეთხოვა, მაგრამ ტელეწმაყვანს ეს არ გასჭირვებია. რასაკვირველია, იმ წუთშივე დადებითი პასუხი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს უკვე თეოსა და თორნიკეს მეორე შვილი შეეძინათ.
ამის შესახებ თავად ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო საზოგადოებას, ჯერ სამშობიაროდ მიმავალი მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა სამშობიარო სახლიდან და შემდეგ უკვე ახალშობილი კატო კვერენჩხილაძის. პატარა 2,680 გრამს იწონის და 47 სმ-ია. თორნიკეს და თეოს ასევე ჰყავთ ხუთი წლის ანასტასია, რომელიც დედასაც ჰგავს და მამასაც. კატოს ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კი მშობლების მეგობრები უკვე აქტიურად განიხილავენ, ამჯერად ვის ჰგავს რამდენიმე საათის წინ მოვლენილი პატარა.
"მსჰობლები.გე" ჯანმრთელობას და ბედნიერბას უსურვებს პატარა კატოს.
თეკლა ჟვანია